ბიზნესმენი, გელა ბარკალაია დააყაჩაღეს
1764846377
მუდმივად შეეცდებიან, ამერიკასთან საქართველოს ურთიერთობები დააზიანონ, თუმცა იმედის მომცემია, რომ კონგრესსა და სენატში არიან ადამიანები, რომლებიც ამ პროცესს საღად უყურებენ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა „მეგობარი აქტთან“ დაკავშირებით განაცხადა.
კერძოდ, მახაშვილს კითხვა დაუსვეს გამოცემა The Hill-ის ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნიმ უარი თქვა სპიკერ მაიკ ჯონსონის თხოვნაზე, „მეგობარი აქტი“ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს დამატებოდა.
„უკვე ღიმილის მომგვრელია „მეგობარ აქტზე“, ერთსა და იმავე თემაზე საუბარი. რა თქმა უნდა, არც ახლა და არც ხვალ არ გაჩერდებიან. მუდმივად შეეცდებიან, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოსთან დაკავშირებით ნეგატიური დღის წესრიგი იყოს და ამერიკასთან საქართველოს ურთიერთობები დააზიანონ. ისიც ძალიან იმედის მომცემია, რომ კინგრსსა და სენატში არიან ადამიანები, რომლებიც ამ პროცესს საღად უყურებენ. ცდილობენ, ამერიკის შეერთებული შტატების შესაძლებლობები არ შეზღუდონ და მეორე, საქართველოსთან ამერიკის ურთიერთობები არ დააზიანონ. ეს ნამდვილად იმედის მომცემია. იმედია, ასეთი ადამიანები მომავალშიც ბევრნი იქნებიან კონგრესსა და სენატში, რომლებიც ხელს შეუშლიან არაერთ მცდელობას, საქართველოს ინტერესები დააზიანონ. იმედის მომცემია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესმენები და სენატორები ამ პროცესს ჯანსაღად უყურებენ. ხედავენ, რომ „მეგობარი აქტი“ მანიპულაციური დოკუმენტია, რომლითაც ცდილობენ, ერთის მხრივ, დააზიანონ ორმხრივი ურთიერთობები, მეორე მხრივ, პოლიტიკური თვალსაზრისით იმედის მომცემი, კარგი პირველი ნაბიჯია, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები გადაიტვირთოს. ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის. დაველოდებით მომენტს, როდესაც ამ ტიპის სიგნალები გადაითარგმნება კონკრეტულ გადაწყვეტილებებში. ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მზად ვართ, ორმხრივი ურთიერთობები ახალი ენერგიითა და ახალი ინტერესით გადავტვირთოთ“, – განაცხადა მახაშვილმა.