„ჯერ საქართველოს დროშა მიუტანეს, უთხრეს ზედ შედექიო, არ შედგა დროშაზე...“ - არჩილ ტატუნაშვილის დედა

ტატუნაშვილის დედა

ქართველი გმირი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 4 წელი გავიდა. ტატუნაშვილის დედა ქეთევან ციხელაშვილი დღეს გმირის საფლავზე იმყოფებოდა.

„თავის სოფელში მიდიოდა და დააკავეს როგორც ჩვენ მაშინ გავიგეთ ვითომ უნდა გაეკეთებინათ ნარკოლოგიური შემოწმება და წაიყვანეს ცხინვალში. მაგრამ თურმე სხვა გეგმები ჰქონდათ, სხვა ზრახვები.

რომ არ ითანამშრომლა მათთან, ჯერ საქართველოს დროშა მიუტანეს, დაუფინეს ფეხქვეშ, უთხრეს ზედ შედექიო, არ შედგა დროშაზე, მიუტანეს საქართველოს რუკა და უთხრეს თქვი, აღიარე, რომ ეს სამხრეთ ოსეთიაო - თითით თურმე შემოხაზა, ეს სამხრეთ ოსეთი არასდროს არ ყოფილა და არც იქნებაო.

მოვითხოვ, რისთვისაც თავი გაწირა, ალბათ უნდოდა ეს გმირობა, ოფიციალური სახე მიეცეს, მიენიჭოს ეროვნული გმირის წოდება“, - ამბობს არჩილ ტატუნაშვილის დედა ერთ-ერთ მედია საშუალებასთან.