რა უძღოდა წინ ხელვაჩაურში ავარიას, რომელსაც 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა
1790623862
რუსეთის მიერ „აღიარებულ“ დონეცკის ქუჩებში რუსული დროშებით 15-მდე მანქანა გადაადგილდება.
ისინი ცდილობენ, ამ ჟესტით „საზეიმო“ განწყობა შექმნან.
ვიდეო „ტელეგრამზე“ ვრცელდება.
ცნობისთვის, 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა.
მან ფედერალურ კრებას მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ამ გადაწყვეტილებას და მოახდინონ ამ რესპუბლიკებთან მეგობრობის დოკუმენტის რატიფიცირება.
21 თებერვალსვე, პუტინმა დონეცკსა და ლუგანსკში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა.