გოგა მანია 2025 წლის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
1735836785
რუსი ტელეწამყვანი და ბიზნესლედი თინა კანდელაკი, რუსი მოციგურავის კამილა ვალიევას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
კანდელაკი წერს, რომ ვალიევას დოპინგი არ სჭირდება და მის მიმართ აგორებული კამპანია დასავლური სტრატეგიის საკვანძო ნაწილია.
„მოკლედ კამილა ვალიევას შესახებ :
გოგო რომელიც ყველაფერს იგებს, დოპინგი არ სჭირდება და გამოცხადებული ტრიმეტაზიდინი საერთოდ არ არის დოპინგი;
რუსული სპორტის განადგურება საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე როგორც ჩვენი ქვეყნის წვლილის არ აღიარება ფაშიზმზე გამარჯვებაში, რუსეთის წინააღმდეგ დასავლური სტრატეგიის საკვანძო ნაწილია.
ის, ფაქტი რომ სასამართლო პროცესი თითქმის თვე-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ჩვენი გუნდის მოგების შემდეგ გამოაქვეყნეს შედეგები ამაზე თავზე მეტყველებს.
ამ სტრატეგიიდან გამომდინარე, რუსები არ უნდა ამაყობდნენ რუსებით. ჩვენ მსოფლიოში საუკეთესოები არ უნდა ვიყოთ, რადგან თანამედროვე რუსეთის შესახებ მსოფლიომ არაფერი იცის და მხოლოდ დროდადრო იგებს ოლიმპიადის დროს.
ამიტომ ჩვენ დაგვამცირებენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას განახორციელებენ და არ შერცხვებათ.
როგორც ომში გამონაკლისები არავისთვის არ არსებობს.
ვალიევა მომავალ ოლიმპიადაზე მსოფლიოს აჩვენებს, რომ ჩვენი გატეხვა შეუძლებელია“, - წერს თინა კანდელაკი.