1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ვიზიტით გაერთიანებულ სამეფოს ეწვია. უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მე-8 რაუნდის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საკითხებში ჯეიმს კლევერლის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი.
„ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის არსებულ დღის წესრიგზე, ყველა იმ მნიშვნელოვან მიმართულებაზე, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის. დავგეგმეთ ჩვენი თანამშრომლობის მომავალი აქტივობები, ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც აქვს მსოფლიოს, ჩვენს რეგიონს. გვქონდა საგარეო მდივნის მხრიდან ძალიან ძლიერი მხარდამჭერი განცხადებები. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გავმართეთ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც არის უორდროპის დიალოგი, რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი ორ ქვეყნის დაახლოების მიმართულებით“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, ხელი მოეწერა გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის რეადმისიისა და საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებებს.