მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1762632572
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა, რომელიც სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთან, სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხვასთან და თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.
კანონპროექტის თანახმად, ზუსტდება დამატებითი სამედიცინო გამოკვლევებისაგან თავის არიდების საკითხი. ასევე, კოდექსის შესაბამის მუხლებში „რექტორის“ ნაცვლად, ჩაიწერება ტერმინი - „მეთაური“.
განხილული ცვლილების მიხედვით, „თავდაცვის კოდექსის“ 117-ე მუხლის მე-4 ნაწილში, „მშობლის“ ნაცვლად, მიეთითება „კანონიერი წარმომადგენელი ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანო“, რაც 17 წლის ასაკის პირს, რომელსაც მშობლის ნაცვლად ჰყავს სხვა კანონიერი წარმომადგენელი ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანო, შესაძლებლობას მისცემს გახდეს აკადემიის სტუდენტი.
კანონპროექტით გათვალისწინებული კიდევ ერთი ცვლილება თავდაცვის სფეროში მოხალისეთა ორგანიზაციების ფინანსური დამოუკიდებლობის საკითხს ეხება.
კანონპროექტის ავტორია საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა.