იუნკრების სამაგალითო სიმამაცე და თავდადება თითოეული ჩვენგანისთვის სამშობლოს ერთგულებისა და პატრიოტიზმის მარადიულ სიმბოლოდ იქცა - ზურაბ აბაშიძე

ზურაბ აბაშიძე

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან, დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ამ თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს პარლამენტში გაიმართა.

„23 თებერვალს - იუნკერთა ხსოვნის დღეს - პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ სამშობლოს თავისუფლებას. იუნკრების სამაგალითო სიმამაცე და თავდადება თითოეული ჩვენგანისთვის სამშობლოს ერთგულებისა და პატრიოტიზმის მარადიულ სიმბოლოდ იქცა. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი მებრძოლების გაუტეხელი სულისა და მათი ხსოვნის წინაშე“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ ღონისძიებაზე.

საკანონმდებლო ორგანოს შენობის ეზოში მდებარე ტაძარში იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს და იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

ღონისძიებას ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.