„მთავარი მწვრთნელი გამარჯობასაც არ მეუბნება“ - საზონოვი ულტრასებს ესაუბრა

საბა საზონოვი

საბა საზონოვის „ტორინოს“ რთული პერიოდი უდგას. „გრანატამ“ ბოლო 10 შეხვედრიდან 7 წააგო, სერია A-ს 26-ე ტურში კი „ჯენოასთან“ 0:3 დამარცხდა. გუნდის სათამაშო ფორმით უკმაყოფილო ულტრასები კლუბის საწვრთნელ ბაზაზე მივიდნენ.

Toronews-ის ინფორმაციით, ქომაგებს ქართველი მცველი შეხვდა. საზონოვმა მათთან გულახდილად ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი მწვრთნელი, მარკო ბარონი, მას აღარც კი ესალმება:

„ტორინოში არავის ვჭირდები. მთავარი მწვრთნელი, მარკო ბარონი გამარჯობასაც კი არ მეუბნება. მზად ვარ, გუნდისთვის ყველაფერი გავაკეთო, მაგრამ აქ ჩემი ყოფნა არავის უნდა. ბუონჯორნოსა და როდრიგესის დროს სერია A-ში საუკეთესო დაცვა გვყავდა და სათადარიგოთა სკამიდან ვთამაშობდი. ახლა ჩემპიონატში ყველაზე ცუდი დაცვა გვყავს და შემადგენლობაში მაინც არ ვარ...“

განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე