სუსი ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე: დღეს არავინ იკითხება და არც არავინ არის დაკავებული
1760716565
არ არსებობს დღეს მთავრობის მიერ გაჟღერებულ თემას, რეფორმას, პროექტს არ მოჰყვეს უსამშობლოების ისტერიული ყაყანი და საზოგადოებაზე ზემოქმედება, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, შეფ, ლუკა ნაჭყებიას მიერ გაკეთებულ განცხადებას პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის ინიციატივაზე.
ფოჩხუა მიმართავს ლუკა ნაჭყებიას, რომ სწორედ მიხელ სააკაშვილის საგანმანათლებლო რეფორმის შედეგია „ის უზრდელი, ემოციისგან და სიყვარულისგან დაცლილი ახალგაზრდობა, ვინც შემორჩა ძალადობრივ აქციებს“.
„არ არსებობს დღეს მთავრობის მიერ გაჟღერებულ თემას, რეფორმას, პროექტს არ მოჰყვეს უსამშობლოების ისტერიული ყაყანი და საზოგადოებაზე ზემოქმედება.
როგორც იქნა იწყება ნანატრი განათლების რეფორმა, იმის მაგივრად დაელოდონ, ჩაერთონ განხილვებსა და დებატებში, ამოიჩემეს მე-12 კლასის გაუქმება და დაიწყეს ხალხის დაზაფვრა. იცის კი შეფმა ლუკა ნაჭყებიამ რა ხდება მე-12 კლასებში, არავინ რომ არ დადის გაკვეთილებზე, ესეც არ იცის შეფმა და თითქმის ყველა მე-12 კლასელი რეპეტიტორებთან რომ ემზადება?
ვნახეთ ჩვენ თქვენი საყვარელი ხელისუფლების მიერ ჩატარებული განათლების რეფორმა, სააკაშვილი ქალაქ-ქალაქ რომ დადიოდა და რეპეტიტორები აღარ დაჭირდება თქვენს შვილებს, ისეთ რეფორმას ვატარებო, ატყუებდა მშობლებს. გაუქმდა კი არა, კიდევ უფრო გაძლიერდა რეპეტიტორთა ინსტიტუტი. ზუსტად სააკაშვილის განათლების რეფორმის შედეგია ის უზრდელი, ემოციისგან და სიყვარულისგან დაცლილი ახალგაზრდობა, ვინც შემორჩა ძალადობრივ აქციებს.
მინდა ვურჩიო შეფს, კარგად მოუსმინოს პრემიერს და მის ნათქვამს, მაგრამ უნდა კი სიმართლე გაიგოს? პრემიერმა გარკვევით თქვა, იმ ბავშვებს, ვისაც სურს ევროპაში სწავლის გაგრძელება, მათთვის იარსებებს 12-წლიანი განათლება, შესაბამისი სკოლებით.
მოკლედ, ამათ აღარ უნდა ვუსმინოთ, რაც უნდათ ის ილაპარაკონ, ჩვენ კი საქმე ვაკეთოთ ქვეყნის წინსვლისთვის და განვითარებისთვის“, - წერს ნინო ფოჩხუა.