იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება - ნახეთ, დეტალები
1732698224
"ისტორიას დარჩება მხოლოდ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ და ჩვენი მშვიდობის პოლიტიკა, ომის არდაშვების პოლიტიკა, რომელიც მოცემულ სიტუაციაში არის ყველაზე გონივრული, გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი", - ასე შეაფასა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის მიერ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება.
„რეზოლუციის ამ ტექსტით დავაფიქსირეთ ყველა საჭირო და აუცილებელი ელემენტი, რაც გამომდინარეობდა ეროვნული უსაფრთხოებიდან, საქართველოს ინტერესებიდან, ჩვენი მეგობარი ქვეყნის და ჩვენ მეგობარი ხალხს მხარდაჭერის ინტერესებიდან და, რაც მოცემულ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანია, ომის არდაშვების ყველაზე სწორი, პრაგმატული ნაციონალური პოლიტიკიდან“, - განაცხადა მდინარაძემ.
1-ელ თებერვალს პარლამენტმა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.