ისტერიას ნუ ქმნით, თითქოს რაღაც კანონს ვიღებთ დღეს, იგზავნება ვენეციის კომისიაში, სამი თვე სჭირდება დასკვნას - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

„ისტერიას ნუ ქმნით, თითქოს რაღაც კანონის ვიღებთ დღეს, პირველი მოსმენით ვიღებთ კანონს, იგზავნება ვენეციის კომისიაში, სამი თვე სჭირდება დასკვნას“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული ორივე კანონი უკვე ნათარგმნია და მიღებისთანავე გაიგზავნება ვენეციის კომისიაში.

„ორივე კანონპროექტი უკვე ნათარგმნი არის, მიღებისთანავე გაიგზავნება ვენეციის კომისიაში და შემდეგ დაველოდებით მათ მოსაზრებას. იცით, რომ ამ პროცედურას დაახლოებით სამი თვე დასჭირდება. ამ ისტერიას ნუ ქმნით, თითქოს რაღაც კანონის ვიღებთ დღეს. გთხოვთ, ისტერიას დავანებოთ თავი. პირველი მოსმენით ვიღებთ კანონს, იგზავნება ვენეციის კომისიაში, სამი თვე სჭირდება დასკვნას. არ არის ეს ისტერია საჭირო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.