ისეთ აბსურდში შევიდნენ, უკვე თვითონ უჭირთ აქიდან გამოსვლა - კობახიძე ოპოზიციაზე

„ქართული ოცნებისი“ თავმჯდომარე

ისეთ აბსურდში შევიდნენ, მთლიანად პროცესს ვგულისხმობ, რომ უკვე თვითონ უჭირთ აქიდან გამოსვლა. დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი მაგალითია. თქვეს, რომ დააინიცირებდნენ კანონს და ახლა თქვეს, რომ აღარ აინიცირებენ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია მუდმივად აბსურდულ ნაბიჯებს დგამს.

​„რაც შეეხება სხვა თემებს, როგორც ვხედავთ ინიციატივები პრაქტიკულად შემუშავებული არ აქვთ. ეს არის იმ ყველაფრის შედეგი, რასაც ზოგადად ოპოზიციაში ვხედავთ. ისინი მუდმივად აბსურდულ ნაბიჯებს დგამენ და ეს ნაბიჯიც იყო აბსურდული. რა თქმა უნდა, არავითარი მხარდაჭერა ამ ნაბიჯებს არ აქვს და ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან ვერ იქნება ვერავითარი მხარდაჭერა.

ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, საპარლამენტო ფორმატში შექმნილია სამუშაო ჯგუფები. იქ მომზადდა და მზადება კანონ-პროექტები და რა თქმა უნდა, პარლამენტი სათანადო წესით განიხილავს ამ კანონ-პროექტებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.