პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველო არავითარ შემთხვევაში არ იქნება გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლის ინსტრუმენტად. ეს არის ჩვენი პრინციპი, რომელსაც ბოლომდე გავყვებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო იცავს პრინციპს, რომ არ მოხდეს სანქციებისთვის გვერდის ავლა და მომავალშიც ამ პრინციპით იხელმძღვანელებს,
„ჩვენ გვაქვს მარტივი პრინციპები, სანქციებს არ ვუერთდებით, მაგრამ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ იქნება გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლის ინსტრუმენტად. ეს არის ჩვენი პრინციპი, რომელსაც ბოლომდე გავყვებით. ამ პრინციპს ვიცავდით დღემდე და დავიცავთ მომავალშიც. თუ დავინახავთ, რომ რაღაცა ქმედება ნიშნავს სანქციებისთვის გვერდის ავლას, ბუნებრივია, გვექნება შესაბამისი პოზიცია. ეკონომიკის მინისტრმაც გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ არ დაგვიშვია სანქციებისთვის გვერდის ავლა. თუ მომავალში გარემოებები შეიცვლება ან თუ უკვე შეცვლილია დღევანდელი მდგომარეობით, ყველაფერს გადახედავს ეკონომიკის სამინისტრო“, – განაცხადა კობახიძემ.