ის, რომ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა კატასტროფულად გაიზარდა და რაღაცა ხდება უბედურება, ასე ნამდვილად არ ხდება - ვახტანგ გომელაური

გომელაური

პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის  მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, კითხვა-პასუხის დროს, ერთ-ერთი დეპუტატი 2022 წელს რუსეთის  ფედერაციის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთის სტატისტიკური მონაცემებით დაინტერესდა.  

"მილიონ ოთხასი ახსენეთ, კი, ბატონო დევს, მაგრამ ეს არის თითოეული კვეთა, თუმცა 2022 წელს 869 000 პიროვნებაა შემოსული. ეს მილიონ ოთხასი კვეთაა მთლიანად, იმიტომ, რომ ვიცით, საზღვარზე ძალიან ბევრია, რომელიც ვთქვათ, ტაქსაობს, ტვირთს ეზიდება, შეიძლება დღეში სამჯერ ან ხუთჯერ გადმოვიდეს, რუსეთის მოქალაქე. 

ომის დაწყებიდან დღემდე, 913, 000 ადამიანი შემოვიდა მთლიანად წლის განმავლობაში და 866, 000  გავიდა უკან. აქ პიროვნებებზეა ლაპარაკი და არა კვეთაზე, კიდევ ხაზს ვუსვამ. ასევე, 2019 წელს შემოსული იყო მილიონ 64 000 რუსეთის მოქალაქე და გასული იყო მილიონ 67 000 მოქალაქე, ანუ ის, რომ წელს გაიზარდა 2020 და 2021 წელთან შედარებით, გეთანხმებით, რა თქმა უნდა, თუმცა 2018-ში და 2019-ში ბევრად მეტი იყო, ვთქვათ 300 000-ით მეტი იყო დაახლოებით, ვიდრე 2022 წელს. ეს არის ფაქტები, მე არ ვიგონებ და ამ ციფრებს  არ ვწერთ ჩვენ. ეს არის სტატისტიკა. 

წლევანდელ წელს 2023 წელს რუსეთის მოქალაქე შემოვიდა თითქმის 137 000 და გასულია რუსეთის მოქალაქე 150 913, ანუ 13 934 ადამიანით მეტი გავიდა წელს 2023 წელს 1-ლი იანვრიდან, რაც შემოვიდა რუსეთიდან. ის, რომ კატასტროფულად გაიზარდა და რაღაცა ხდება უბედურება, ნამდვილად არ ხდება", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.