საპატრიარქოს უწყებანი სამძიმრის წერილს აქვეყნებს
1795967182
თავისუფლების მოედანზე დაწყებული დაპირისპირება ოპოზიციაში შეურაცხყოფისა და ურთიერთბრალდებების მორიგ სერიად იქცა. ის, რაც ერთმანეთს აქციაზე დააკლეს, მოგვიანებით სხვადასხვა პლატფორმიდან უთხრეს.
ჩერგოლეიშვილისთვის სააკაშვილი პოლიტიკური ლეში, "ნაციონალები" კი კერპთაყვანისმცემლები არიან. სააკაშვილის გუნდისთვის თავად ჩერგოლეიშვილია ნაძირალა, მავნებელი, არაადეკვატური და ხისთავიანი.
"ნაციონალურ მოძრაობას" დამატებითი პრეტენზიებიც აქვს - ანა წითლიძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან ითხოვს პასუხს, ვინ და რატომ ჩამოართვა სააკაშვილის პარტიას აქციაზე სიტყვით გამოსვლის უფლება.
მიმდინარე დაპირისპირებას გამოეხმაურა კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერი. ნიკა გვარამიას თქმით, გუშინიდელი ერთობის ნაცვლად დღეს საზოგადოება ოპოზიციაში არსებულ განხეთქილებაზე საუბრობს, რაც სამწუხარო ფაქტია.
"ის, რომ გუშინდელი დიდებული აქციის ნაცვლად დღეს ყველა კონფლიქტზე ლაპარაკობს; ის რომ დღეს ერთიანობის ნაცვლად განხეთქილება იხილება; ის, რომ ამას არ დაჭირვებია არც ქოცი და არც ქოცპროპაგანდა, ამაზე უარესი არ ვიცი რაღა უნდა იყოს.
P.S. სულელური "პარტიებო თქვენთან კი არ გამოსულა ხალხი" და მსგავსი ბოღმის თუ იდიოტიზმის გამოვლინებები უინტერესოა და პასუხის ღირსადაც არ ვთვლი", - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.