1761417303
ის, რომ ეს შვედი დეპუტატი ისევ ბედავს საქართველოზე საუბარს, იმის ბრალია, რომ არც მას, არც შვედეთის მთავრობას ბოდიში არ მოუხდიათ, შარშან მაიდნის სცენარის განხორციელებით ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების გამო - შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში შვედი დეპუტატის ვიდეომიმართვას ეხმიანება.
„ის, რომ ეს შვედი დეპუტატი ისევ ბედავს საქართველოზე საუბარს, იმის ბრალია, რომ არც მას, არც შვედეთის მთავრობას და არც შვედეთის საელჩოს ბოდიში არ მოუხდიათ, შარშან, მის მიერ, მაიდნის სცენარის განხორციელებით ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების გამო.
მის დღევანდელ ვიდეომიმართვასაც იგივე მიზანი აქვს რაც შარშან მაიდნისკენ მის მოწოდებას“, - წერს შალვა პაპუაშვილი.










