მოსალოდნელია წყალდიდობა! - მეტეოროლოგი მოსახლეობას მიმართავს

ძლიერი ქარი და წვიმა

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე მოსახლეობას აფრთხილებს.

,,26 ოქტომბერს დღის საათებში საქართველოში მოსალოდნელია ამინდის ხანმოკლე პერიოდით გაუარესება - წვიმა და ქარი.

რთული მეტეო პირობების დროს შესაძლებელია შეიქმნას ნეგატიური სიტუაცია, როგორიცაა წყალდიდობა და ხილვადობის შემცირება.

ოქტომბერია - როცა ამინდის ხშირი ცვლილებები აღარ უნდა გვიკვირდეს, მთავარია მზის სხივი მეტი იყოს, ვიდრე სინაცრისფრე. მზისკენ იყურეთ - ის ისევ გამოჩნდება“, - წერს კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში.