Iran International: მასუდ ფეზეშქიანმა, ქვეყნის უზენაესი ლიდერის ოფისს თანამდებობიდან მისი გადადგომის შესახებ ოფიციალურად მიმართა

ნი

 ირანის რეჟიმის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა, ქვეყნის უზენაესი ლიდერის ოფისს თანამდებობიდან მისი გადადგომის შესახებ წერილით ოფიციალურად მიმართა, - ამის თაობაზე ლონდონში დაფუძნებული გამოცემა Iran International წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, 31 მაისს გაგზავნილ წერილში, ფეზეშქიანი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან მთავრობისა და პრეზიდენტის გათიშვა მოხდა, რამაც კონტროლის დამყარების საშუალება მისცა ხისტი პოლიტიკის გატარების მომხრე იმ ფრაქციებს, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის რიგებში ირიცხებიან. ფეზეშქიანი წერს, რომ ასეთ ვითარებაში მას არ შეუძლია მთავრობის მართვა და სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება.