რატომ კვდება ფულის ხე - სპეციალისტები მთავარ შეცდომებს ასახელებენ
1767610980
"ევროკავშირის "ექსტრა ლეგალური" სანქციების რეჟიმი: გზა ტოტალიტარული მომავლისკენ" - ამ სახელწოდებით აქვეყნებს სტატიას, შვეიცარიელი მკვლევარი, აკადემიკოსი და პოლიტიკური ანალიტიკოსი, პასკალ ლოტაზი. პოლიტიკური ანალიტიკოსი ევროკავშირის მიერ საკუთარი მოქალაქეებისა და რეზიდენტების წინააღმდეგ სანქციების გამოყენების საგანგაშო პრაქტიკას მიმოიხილავს. ავტორი პროცესს დემოკრატიული ინსტიტუტების გვერდის ავლით განხორციელებულ პოლიტიკურ დევნად აფასებს.
ავტორმა პასკალ ლოტაზმა, საკუთარ სტატიაზე ვიდეო მიმოხილვაშიც ისაუბრა. კიოტოს უნივერსიტეტის ანალიტიკოსი ევრო ბიუროკრატების კამპანიაზე საუბრობს, რომელიც განსხვავებული აზრის წინააღმდეგ არის მიმართული. დემოკრატიის სიკვდილი, ასე აფასებს ლოტაზი პროცესებს ბრიუსელში და კიდევ უფრო მძიმე სცენარს პროგნოზირებს. შეფასებები კეთდება საქართველოშიც, სადაც აცხადებენ, რომ ბრიუსელში არსებულ კრიზისზე და იმ საკითხებზე, რაზეც ახლა უკვე დასავლეთშიც ღიად საუბრობენ, თბილისი დიდი ხანია საუბრობს:
"თუ შენ არ ახმოვანებ იმას, რაც უნდა ფორ დენ ლაიენს და მის დაქალ კალასს, ე.ი. სანქციებში მოგახვედრებენ, ან გაგაძევებენ. რასაც ევროკავშირი და მისი ლიდერები სჩადიან, ეს უკვე ფაქტობრივად საბჭოთა კავშირს უტოლდება. უახლოეს პერიოდში ევროკავშირის ამ ე.წ. ლიდერობას, რომელიც არანაირად ევროკავშირის ინტერესებს, არც ღირებულებას არ გამოხატავს, სავარაუდოდ ალბათ სახლში გაუშვებენ, ნაწილს კი მოუწევს პასუხისგება იმ ქმედებების გამო, რამაც ევროკავშირი ამ დონემდე მიიყვანა.
განსხვავებული აზრის გამო ადამიანების დასანქცირება ხდება. იქ არის ერთი პოლკოვნიკი, რომელმაც თქვა განსხვავებული აზრი, ვიდრე ფონ დერ ლაიენი და ჭკუის კოლოფი კალასი ამბობენ. რა არის პასუხი ევროკავშირის ლიდერებისგან და ევროკავშირის პოლიტიკა? სანქციების სიაში მოხვედრა და თქვენ იცით, არის ჩამონათვალი, რომელშიც არიან ცნობილი ანალიტიკოსები, სამხედრო პირები, ჟურნალისტები და ა.შ." - აცხადებს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა.