წყნარი ოკეანის ფსკერიდან 40 წელზე მეტია იდუმალი სიგნალები ისმის - მეცნიერებმა წყარო აღმოაჩინეს
1760719477
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში, იუნესკოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი ყურაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა იუნესკოს გენერალურ დირექტორს ოდრე აზულეს.
ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო იუნესკოს თანამშრომლობის მიმდინარეობისა და გაღრმავების გზებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორგანიზაციის მანდატით გაერთიანებულ სფეროებს - განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი და კომუნიკაცია.
შეხვედრისას გენერალურმა დირექტორმა მადლობა გადაუხადა საქართველოს იუნესკოს საქმიანობაში აქტიური ჩართულობისა და ორგანიზაციის მიზნებისა და ღირებულებებისადმი ერთგულებისთვის.