„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე საუდის არაბეთის სამეფოს დედაქალაქ რიადში მიმდინარე საგზაო უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.
კონფერენციას საუდის არაბეთის სამეფოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური სერვისების სამინისტრო მასპინძლობს და მასში მონაწილეობენ საუდის არაბეთის, კვიპროსის, ქუვეითის, ნეპალის, მალდივის დარგობრივი მინისტრები, საერთაშორისო საგზაო ფედერაციის (IRF) წარმომადგენლები და სპეციალისტები დელფტის, ვირჯინიის, არიზონას, ბერლინის და სხვა ქვეყნების ტექნოლოგიური უნივერსიტეტებიდან.
კონფერენცია საუდის არაბეთის სამეფოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური სერვისების მინისტრმა სალეჰ ალ ჯასერმა გახსნა.
კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს საგზაო უსაფრთხოების გაძლიერებისათვის თანამედროვე საინჟინრო გადაწყვეტების, ჭკვიანი ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ინოვაციური მიდგომების გამოყენების ახალ შესაძლებლობებზე. ასევე, განიხილეს ურბანული სატრანსპორტო ახალი სისტემებისა და ინკლუზიური უსაფრთხოების მართვის თანამედროვე მიდგომები და სტრატეგიები.
„საგზაო უსაფრთხოების და საგზაო მდგრადი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების, ინოვაციების, საინჟინრო გადაწყვეტების, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტისა და ჭკვიანი საინფორმაციო და მართვის სისტემების გამოყენება. ეს გვაძლევს შესაძლებლობას განვითარებულ ინფრასტრუქტურასთან ერთად მივიღოთ ბევრად უფრო ეფექტური სისტემები. მოვისმინეთ მნიშვნელოვანი სიახლეები და ჩვენც მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოში თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრესის შესახებ. სწორედ ასეთი წარმატებული გამოცდილებების გაზიარების საფუძველზეა შესაძლებელია თანამედროვე გადაწყვეტების უკვე ჩვენს რეალობაში გადმოტანა, რაც პროექტების კიდევ უფრო ეფექტიანი განვითარების საშუალებას მოგვცემს,“- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, აღნიშნა საქართველოს უნიკალური შესაძლებლობა და ფუნქცია გლობალური დაკავშირებადობისა და „შუა დერეფნის“ განვითარებაში. მან დისკუსიის მონაწილეებს გააცნო საქართველოს საერთაშორისო საგზაო ქსელის განვითარების შედეგები და გეგმები. აღნიშნა, რომ წარმატებით გრძელდება საქართველოზე გამავალი საერთაშორისო საგზაო დერეფნების განვითარება, რომლის 367 კმ-ით ტრანსპორტი უკვე სარგებლობს. მისი თქმით, ახალი მაგისტრალური გზები შენდება საგზაო უსაფრთხოების სტანდარტებისა და მოთხოვნების სრული დაცვით.
კონფერენციას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კობა გაბუნია და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი.