ირაკლი ქადაგიშვილი: USAID-ის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია გახდა არჩევნების გაყალბებისა და დისკრედიტაციის მთავარი მანქანა. ეს ხომ აზიანებს დემოკრატიის მცნებასაც, აშშ-ის, როგორც დემოკრატიის ლიდერი სახელმწიფოს იმიჯსაც

ირაკლი ქადაგიშვილი

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს ეხმაურება, რომელშიც შალვა პაპუაშვილი USAID-ის დახურვის შესახებ წერს.

„USAID-ის მიერ დაფინანსებული, არჩევნების კეთილსინდისიერების უზრუნველმყოფი ორგანიზაცია გახდა არჩევნების გაყალბებისა და დისკრედიტაციის მთავარი მანქანა. ეს ხომ აზიანებს დემოკრატიის მცნებასაც, ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც დემოკრატიის ლიდერი სახელმწიფოს იმიჯსაც, და ყველაფერ იმას, რის იმედით და რისთვისაც იბრძოდა და იბრძვის საქართველო. როგორც კი გამჭვირვალობაზე მიდგა საკითხი, ამერიკელი ხალხის ფულის გამჭვირვალობა, აღმოჩნდა, რომ არის მიუღებელი. რატომ? იმიტომ, რომ ცუდ საქმეს ხმარდებოდა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შალვა პაპუაშვილი USAID-ის დახურვაზე წერს: მშვიდობით, იარაღო! - დიპლომატიამ უნდა დაიბრუნოს ის ადგილი, რომელიც აქამდე უცხოური დახმარების გამრუდებულ პრაქტიკას ჰქონდა მითვისებული.