ოპტელი ბერების ლოცვა - წაიკითხეთ ყოველდღე და ნახავთ, რომ თქვენი ცხოვრება შეიცვლება
1738702671
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის შუალედურ დასკვნას აფასებს.
„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არჩევნებზე არანაირი ტიპის გაყალბება და მანიპულაცია არ და ვერ მოხდებოდა, რაც დადასტურებულია ეუთო/ოდირის დასკვნაშიც. ამიტომ არჩევნებთან დაკავშირებული მთელი ეს აჟიოტაჟი არ ეფუძნება არაფერს რეალურს, თავიდან ბოლომდე არის დამყარებული ქართველი ხალხის ნების უარყოფაზე, დემოკრატიული არჩევნების პრინციპის უგულებელყოფაზე და გარკვეული უცხოური ძალების მიერ დაკვეთით ხდება ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაცია”, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. პროკურატურა აცხადებს, რომ სასამართლოში დაკითხვისას მოწმეთა უმეტესმა ნაწილმა გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი სახის მტკიცებულება და მათი არგუმენტაცია მხოლოდ მესამე პირების მიერ მიწოდებულ დაუზუსტებელ ინფორმაციას ეყრდნობოდა, ცალკეულმა მოწმეებმა კი გამოძიებას განუცხადეს, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები არჩევნების გაყალბების კონკრეტულ ფაქტებზე ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას.