ირაკლი ქადაგიშვილი მაგისტრალების ბლოკირების გეგმაზე: ეს კანონით დასჯადია არა მხოლოდ ადმინისტრაციული წესით, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დგება

ირაკლი ქადაგიშვილი

ეს კანონით დასჯადია არა მხოლოდ ადმინისტრაციული წესით, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დგება, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილი ოპოზიციის მიერ მაგისტრალების ბლოკირების გეგმას გამოეხმაურა.

„ეს [მაგისტრალების ბლოკირება] კანონით დასჯადია არა მხოლოდ ადმინისტრაციული წესით, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დგება. შესაბამისი გაფრთხილებაც აქვთ [აქციის მონაწილეებს] მიღებული, რომ სტრატეგიული ობიექტების, ან გზების გადაკეტვა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.