„არასდროს ჩაიდინოთ ეს შეცდომა!“ - ექიმი ტკივილგამაყუჩებლებზე მოსახლეობას აფრთხილებს
1765392879
ოპოზიციის შიგნით დაპირისპირება და ერთმანეთის მიუღებლობაა. ეს ამ ოპოზიციის დიდი ხნის სენია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, ამ სენის გამომწვევი მიზეზები საკუთარ თავში ეძებონ.
„მათი პოლიტიკა როცა ტყუილზეა აგებული, ბუნებრივია, რეალურ სოლიდარობას ვერ გამოიწვევს. ლევან ხაბეიშვილი ითხოვს, ახალი პუტჩი და ახალი შეტევა მოაწყონ სახელმწიფოს წინააღმდეგ – შეუტიონ ციხეს და პარლამენტს. ეს ის შემთხვევაა, როცა იგივე წრეზე მიდის თვითონ და იგივე წრეზე სხვისი წაყვანა უნდა. ეს უკვე ბევრჯერ ნანახი სპექტაკლია. ისინი თავს მიტოვებულად გრძნობენ და ასეთ განცხადებას ამიტომ აკეთებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა: „რა გაჩერებთ სახლებში, ღამით კაპუჩინო უნდა დალიოთ და აქციაზე ვერ დარჩებით? და მე თურმე ბრალი უნდა ვაღიარო, აზრზე მოდით, ვერ გავიმარჯვებთ, ვიდრე საკუთარ თავში შიშს არ დაამარცხებთ“.