1759770969
ირაკლი ქადაგიშვილი: ჯერჯერობით ევროკავშირის გარკვეული წარმომადგენლები არ არიან მზად საქართველოში დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად. ეს აზიანებს ევროკავშირის იდეას. თვითდაზიანების პროცესში არიან

ჯერჯერობით ევროკავშირის გარკვეული წარმომადგენლები არ არიან მზად საქართველოში დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად. ეს აზიანებს ევროკავშირის იდეას. თვითდაზიანების პროცესში არიან, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
დეპუტატი ევროკავშირისა და ევროპული სტრუქტურების ცალკეული წარმომადგენლების მიერ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა.
„ჯერჯერობით ევროკავშირის გარკვეული წარმომადგენლები არ არიან მზად საქართველოში დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად. ეს აზიანებს ევროკავშირის იდეას. თვითდაზიანების პროცესში არიან. ისინი ჯერჯერობით რჩებიან იმ პროექტის ერთგულები, რომელიც გულისხმობდა საპარლამენტო მანდატების დატოვებით, არჩევნების ბოიკოტით, ფერადი რევოლუციური სცენარის განვითარებით ხელისუფლებაში მათთვის სასურველი ძალების მოყვანას.
ეუთო/ოდირზეც დაიწყეს უცებ სპეკულაცია, ჩამოსვლა ვერ მოასწრესო. როცა მოასწრეს წინა საპარლამენტო არჩევნებზე, იმედია წაიკითხეს ეუთო/ოდირის დასკვნა და აღიარეს?! ასევე არ დაგმეს 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, თუმცა სამიოდე დღის წინ ევროკავშირის პრესსპიკერმა მხარი დაუჭირა 4 ოქტომბრის დამხობის აქციას“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.