ახალკახათის საბავშვო ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

მაია ანთელავა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალკახათის საბავშვო ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც სამძიმრის წერილში წერია, მძიმე სენის შედეგად გარდაიცვალა ბაღის მასწავლებელი მაია ანთელავა.

"ბაღის კოლექტივი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი უძვირფასესი კოლეგის მაია მასწავლებლის გარდაცვალების გამო. მან მრავალი წელი გაატარა ბავშვების სიყვარულში, ის იყო სიყვარულის, სითბოს და თავმდაბლობის მაგალითი.

ვუსამძიმრებთ ოჯახს, კოლეგებს და ახლობლებს",- ნათქვამია სამძიმრის წერილში.

არსებული ინფორმაციით, 70 წლამდე ქალი, მაია ანთელავა მძიმე სენს ებრძოდა.