ირაკლი ქადაგიშვილი: ევროპას აშშ-თან ურთიერთობაში მოუწია თავდაცვით რეჟიმში გადასვლა და იმის აღიარება, რომ სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევა არც დემოკრატიაა, არც მეგობრობა და არც პარტნიორობა

ირაკლი ქადაგიშვილი

აშშ-სა და ევროპას შორის მსოფლმხედველობითი კრიზისია, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპამ გაიხსენა, რომ სხვის საქმეებში ჩარევა კარგი საქმე არ არის.

„ბედის ირონიაა, რასაც ბოლო წლების განმავლობაში გვიკეთებდნენ, დღეს მათაც მოუწიათ თავდაცვით რეჟიმში გადასვლა და იმის აღიარება, რომ სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევა არც დემოკრატიაა, არც მეგობრობა და არც პარტნიორობა. ჩვენ როდესაც ვამბობდით, რომ ჩვენი დემოკრატიის საქმეში კანონსაწინააღმდეგო ჩარევა მისაღები არ იყო, მაშინ ყრუ კედელი გვხვდებოდა. ეს ყველაფერი ისტორიამ ყველას ნათლად დაანახა, მათ შორის იმ ევროპელებს, ვინც მსგავს ნაბიჯებს საქართველოსთან მიმართებაში მოურიდებლად დგამდნენ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.