პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1765551475
ყაბზობა ადამიანთა უდიდეს ნაწილს ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ერთხელ მაინც გამოუცდია და კარგად იცის, რამხელა დისკომფორტთანაა დაკავშირებული. ის შესაძლოა გამოწვეული იყოს არასწორი კვებით, არასაკმარისი სითხის მიღებით, ცხოვრების უმოძრაო წესით, სტრესით, ჰორმონალური ცვლილებებითა თუ გარკვეული მედიკამენტებით. ყაბზობის დროს ადამიანს ხშირად აწუხებს სიმძიმე მუცლის არეში, შებერილობა, დაჭიმულობა და ზოგჯერ ტკივილიც კი, რაც მნიშვნელოვნად აუარესებს ცხოვრების ხარისხს.
ზოგჯერ ყაბზობის პრობლემის მოსაგვარებლად მხოლოდ გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრაც კმარა, მაგალითად, კვების მოწესრიგება, საკმარისი სითხის მიღება და ა.შ. ზოგჯერ კი საჭიროა საფაღარათო საშუალებების გამოყენება დისკომფორტის სწრაფად მოსახსნელად. სტატიაში სწორედ ერთ-ერთ ასეთ უსაფრთხო და სანდო საშუალებას – გლიცერინის ოყნა „გლიცეროლო ზეტას“ გაგაცნობთ.
რა არის გლიცერინის ოყნა და როგორ მოქმედებს?
გლიცერინის ოყნა არის საფაღარათო საშუალება, რომელიც სწორი ნაწლავის არეში ადგილობრივად მოქმედებს. გლიცერინი ხელს უწყობს განავლის დარბილებას და ნაწლავის კედლების ნაზ სტიმულაციას, რის შედეგადაც დაგროვილი ფეკალური მასები მარტივად და სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან. ეფექტი, როგორც წესი, იწყება მოკლე დროში და უმეტესად დისკომფორტს სწრაფადვე ხსნის.
დღეს ბაზარზე უამრავი საფაღარათო საშუალება არსებობს, მაგრამ იშვიათობას წარმოადგენს ისეთი პროდუქტი, რომელიც ერთდროულად არის სწრაფი მოქმედების, გამოსაყენებლად მოსახერხებელი და უსაფრთხო. სწორედ ასეთია მოზრდილებისთვის განკუთვნილი მიკროოყნა „გლიცეროლო ზეტა“, რომლის მთავარი უპირატესობებია:
● სწრაფი ეფექტი – ყაბზობა ძლიერ დისკომფორტს იწვევს, ამიტომ პრობლემის გადაჭრა ხშირად დაუყოვნებლივაა საჭირო. „გლიცეროლო ზეტას“ მიკროოყნა მოქმედებას იწყებს რამდენიმე წუთში.
● მარტივი და ჰიგიენური გამოყენება – პროდუქტის შეფუთვისა და ფორმის დამსახურებით, პროცედურა არის მაქსიმალურად კომფორტული, სწრაფი და უსაფრთხო. არ არის საჭირო დამატებითი მოწყობილობა – ეს ერთჯერადი მიკროოყნა უკვე მზადაა გამოსაყენებლად.
● უსაფრთხოება – პროდუქტის სწორად გამოყენებისას გლიცერინი ადგილობრივად მოქმედებს და პრაქტიკულად არ აბინძურებს ორგანიზმს. ამიტომ ითვლება ის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო საფაღარათო საშუალებად.
● ნაზი მოქმედება – მიკროოყნა არ აღიზიანებს ნაწლავის ლორწოვან გარსს, რადგან არ ახასიათებს აგრესიული მოქმედება. გლიცერინი ახდენს ფეკალური მასების დარბილებასა და ნაწლავის ნაზ სტიმულაციას.
● გვირილისა და ბალბის ექსტრაქტი – „გლიცეროლო ზეტას“ დამამშვიდებელი ეფექტისთვის დამატებული აქვს ბუნებრივი ექსტრაქტები, რაც ამცირებს ნაწლავის გარსის გაღიზიანების რისკს.
როგორ და როდის გამოვიყენოთ მიკროოყნა?
„გლიცეროლო ზეტა“ განკუთვნილია მოკლევადიანი გამოყენებისთვის. მოზრდილებში რეკომენდებულია ერთი 6.75 გრ.-იანი მიკროოყნის მოხმარება დღეში მაქსიმუმ ორჯერ. აუცილებელია გამოყენების ინსტრუქციის ზედმიწევნით დაცვა, დოზების გაზრდა კი მხოლოდ ექიმის დანიშნულებითაა დაშვებული.
გლიცერინის ოყნა ძალიან პრაქტიკულია შემდეგ შემთხვევებში:
● მოგზაურობისას, როცა კვება და დღის რეჟიმი იცვლება
● ორსულობის პერიოდში (ექიმთან კონსულტაციის შემდეგ)
● ხანდაზმულებში, როცა ნაწლავის პერისტალტიკა ბუნებრივად ნელდება
● პოსტოპერაციულ პერიოდში, როდესაც აუცილებელია კუჭ-ნაწლავის სისტემის მარტივად დაცლა
● ადამიანებში, რომლებსაც არ შეუძლიათ ძლიერი საფაღარათო პრეპარატების მიღება
დაბოლოს, გაითვალისწინეთ, რომ ყაბზობის და, ზოგადად, კუჭ-ნაწლავის სხვა პრობლემების პრევენციისთვის, საჭიროა მიიღოთ საკმარისი რაოდენობის წყალი, ბოჭკოვანი საკვები (ხილი, ბოსტნეული…), დაიცვათ კვებითი რეჟიმი, დაკავდეთ ყოველდღიური მსუბუქი ფიზიკური აქტივობით, შეეცადოთ აკონტროლოთ სტრესი და ა.შ. ამ მარტივი ნაბიჯებით შეძლებთ ზოგადი ჯანმრთელობისა და, შესაბამისად, ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას.
სად შეიძენთ „გლიცეროლოს“ მიკროოყნას?პროდუქტის შემომტანი საქართველოში ფარმაცევტული კომპანია „სმარტფარმია“ რომელიც 10 წელზე მეტია, ადგილობრივ ბაზარს მაღალი ხარისხის, ორიგინალი და სერტიფიცირებული ევროპული პრეპარატებით ამარაგებს. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ონლაინ პლატფორმასაც, რითაც საშუალებას აძლევს მათ შეიძინონ მედიკამენტები პირდაპირ ოფიციალური იმპორტიორისგან. „გლიცერილო ზეტას“ შეძენასაც „სმარტფარმზე“ შეძლებთ, რაც მთავარია, ხარისხისა და უსაფრთხოების სრული გარანტიით.