კიბოს წამალი ამ ბოსტნეულშია! - ნუტრიციოლოგი მამუკა რაშოიანი
1763844165
ირანი ისრაელს ტერორისტული აქტის და ომის დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, 23 ნოემბერს ისრაელმა „ვერაგული თავდასხმა“ განახორციელა სამხრეთ ბეირუთის გარეუბან დაჰიეში საცხოვრებელ ბინებზე, რის შედეგადაც, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის „ჰეზბოლას“ მეთაური, ჰაითამ ალი ტაბატაბაი და ოთხი მებრძოლი. თავდასხმის შედეგად ასევე დაიჭრა 28 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დარტყმას 2024 წლის ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების „უხეში დარღვევა“ და ლიბანის სუვერენიტეტზე „სასტიკი თავდასხმა“ უწოდა.
სამინისტრომ ასევე გააკრიტიკა შეერთებული შტატები ისრაელის მხარდაჭერისთვის და მიანიშნა, რომ ეს მხარდაჭერა ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტის განმეორებითი დარღვევების მიზეზია.
ირანის საგარეო უწყებამ ასევე მოუწოდა გაერო-ს და საერთაშორისო საზოგადოებას, მიიღონ გადამწყვეტი ზომები ისრაელის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ ისრაელის სამხედრო მოქმედებები საფრთხეს უქმნის რეგიონულ და გლობალურ მშვიდობას.