ირაკლი ქადაგიშვილი ეკონომიკური ზრდის შესახებ მსოფლიო ბანკის პროგნოზზე: ეს არის იმის შედეგი, რომ ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკა ხორციელდება - ამ სწორმა პოლიტიკამ საქართველოს მართლა ლიდერობა მოუტანა

ქადაგიშვილი

 ეს არის იმის შედეგი, რომ ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკა ხორციელდება, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა მსოფლიო ბანკის პროგნოზზე, რომლის მიხედვითაც 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება.

მისი შეფასებით, ეს მონაცემი აჩვენებს, რომ სწორმა პოლიტიკამ საქართველოს ლიდერობა მოუტანა.

„ჩვენ ვართ ლიბერალური, ღია ეკონომიკა. ამიტომაც გვაქვს მაღალი საინვესტიციო პოტენციალი, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო პერსპექტივაში კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას მიიღებს. ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ამ სწორმა პოლიტიკამ საქართველოს მართლა ლიდერობა მოუტანა”, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით, უკრაინის 2.0%-ით, ხოლო მოლდოვის 2,7%-ით გაიზრდება.