კალაძე თბილისის მოსახლეობას მიმართავს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1768463268
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული ბ.ნ. და 1979 წელს დაბადებული ზ.ჯ. გარდაბანსა და თეთრიწყაროში სხვადასხვა დროს დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე ნაგებობის ჩხრეკის შედეგად, ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: „მეთადონი“, „მარიხუანა“ და მცენარე ანაფი“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.