საიმიგრაციო ვიზების შესახებ, ამერიკის საელჩო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1768463661
საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტი აბუ-დაბიში დასრულდა. პრემიერი მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტზე სიტყვით გამოვიდა. ლიდერთა დიალოგის მთავარი თემა იყო შუა დერეფანი და ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით.
ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო პლატფორმაზე ისაუბრა საქართველოს როლზე, მის სტრატეგიულ ადგილმდებარეობაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ანაკლიის პორტის მშენებლობაზე, შავი ზღვის კაბელსა და ქვეყნის ევრო ინტეგრაციაზე. მანამდე კი საქართველოს მთავრობის მეთაური არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდა.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების დინამიკაზე, რასაც ხელს უწყობს მჭიდრო პოლიტიკური კავშირები. ირაკლი კობახიძემ ასევე შეხვედრები გამართა აბუ-დაბის პორტების ჯგუფის რეგიონულ დირექტორთან, ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია "დამაქ ფროფერთის" დამფუძნებელთან, კომპანია "პრიპკოს" აღმასრულებელ დირექტორთან და უმსხვილესი დეველოპერული კომპანია "იგლ ჰილსის" დამფუძნებელთან.
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ის ქართული ეკონომიკის განვითარებას ახალ სტიმულს მისცემს.