ტრამპი: ძალიან კარგი საუბარი მქონდა ვენესუელის დროებით პრეზიდენტთან, უზარმაზარ პროგრესს ვაღწევთ, რადგან ვენესუელას სტაბილიზაციასა და აღდგენაში ვეხმარებით

trampi

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, დელსი როდრიგესს ესაუბრა.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ როდრიგესთან ერთად ნავთობის, მინერალების, ვაჭრობისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილა.

„ძალიან კარგი საუბარი მქონდა ვენესუელის დროებით პრეზიდენტთან, დელსი როდრიგესთან. ჩვენ უზარმაზარ პროგრესს ვაღწევთ, რადგან ვენესუელას სტაბილიზაციასა და აღდგენაში ვეხმარებით. ბევრი თემა განვიხილეთ, მათ შორის ნავთობი, მინერალები, ვაჭრობა და, რა თქმა უნდა, ეროვნული უსაფრთხოება. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ვენესუელას შორის ეს პარტნიორობა ყველასთვის თვალსაჩინო იქნება. ვენესუელა მალე კვლავ დიდი და აყვავებული გახდება, შესაძლოა, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.