,,მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ელჭექი” - ამინდი უარესდება
1752640008
ამ შემთხვევაში ულტიმატუმი არ იქნება სწორი დამოკიდებულება, იმის ცოდნაც არის საჭირო, რომ საქართველოს პარლამენტი სექტემბერში განაახლებს მუშაობას. აქედან გამომდინარე მანამდე ვერანაირი საკანონმდებლო ცვლილებები ვერ მიიღება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ბრიუსელის რეკომენდაციებზე საუბრისას.
„იქ ჩამოთვლილი ფაქტობრივად ყველა უფლება საქართველოში დაცულია, სრულად არსებობს და ამის რაიმე სახით თავიდან გადახედვაში, არ ვიცი კონკრეტულად რა შეიძლება იგულისხმონ. ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო რეჟიმში გვქონდეს დისკუსია, ამას ალბათ აღმასრულებელი ხელისუფლება უზრუნველყოფს.
ჩვენ გვეუბნებიან, რომ გამჭვირვალობა ანგრევს ევროპას. ეს არის ნონსენსი, რომლის ახსნაც ძალიან უჭირთ და ვერც ახსნიან, ამიტომ მხოლოდ ზოგადი ფრაზით შემოიფარგლებიან ხოლმე. გვეუბნებიან, რომ ანტიკორუფციული პოლიტიკა უნდა იყოს ძალიან მაღალ დონეზე, როცა ასევე გვეუბნებიან, რომ მთელი პლასტი ქვეყანაში შემოდინებული ფულისა უნდა იყოს დაფარული. ეს არანაირ ლოგიკაში არ ჯდება.
ჩვენ მიღებული გვაქვს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, გამართული, ნორმალური, სადაც ყველა ადამიანის უფლება, მათ შორის ლგბტ თემის უფლებები არის სრულად დაცული. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვიზალიბერალიზაციისთვის ბავშვებსა და მოზარდებში აუცილებელია, რომ ამის თავისუფალი პროპაგანდა მიმდინარეობდეს, გვიჩნდება კითხა, რომელ ფუნდამენტურ უფლებაში წერია, რომ მსგავსი პროპაგანდა უნდა მიმდინარეობდეს“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგა. ბრიუსელი თბილისს წერილობით მიაწვდის კონკრეტული პირობების შესახებ ინფორმაციას. პირობების შესრულების ვადად აგვისტოს ბოლო სახელდება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ამბობს, რომ სწორედ ამ პირობების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული ქვეყნის ვიზალიბერალიზაცია.