14 თებ 7:34
ირაკლი ქადაგიშვილი 6 მილიარდიან ინვესტიციაზე: ეს არის მართლაც რეალური ინვესტიცია, რომელიც საქართველოს განვითარების ახალ ეტაპზე გაიყვანს
![ქადაგიშვილი ქადაგიშვილი](https://primetime.ge/uploads/files/2022/01/10/840/irakli-qadagishvili_w_h.jpeg)
ეს არის მართლაც რეალური ინვესტიცია, რომელიც საქართველოს განვითარების ახალ ეტაპზე გაიყვანს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა 6 მილიარდიან ინვესტიციასთან დაკავშირებით.
„ეს არის მართლაც რეალური ინვესტიცია, რომელიც საქართველოს განვითარების ახალ ეტაპზე გაიყვანს. ესოდენ ფართომასშტაბიანი ინვესტიციის განხორციელება იქნება დამატებითი სტიმული სხვა ინვესტორებისათვის საქართველოში ინვესტიციების უფრო მეტად შემოდინებისათვის. 33-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიის პირობებში, ჩვენ ევროკავშირისგან რეალური ინვესტიცია რასაც ეკონომიკაში ინვესტიცია ჰქვია, არ მიგვიღია. ეს არის მართლაც დიდი და უპრეცედენტო შემთხვევა“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
საქართველოში მსოფლიოში ცნობილი - Emaar ჯგუფის შემოსვლით ხელისუფლება და ეკონომისტები მრავალმხრივ დადებით ეფექტს ელიან. ახალი სამუშაო ადგილები, მეტი ტურისტი, საინვესტიციო რუკაზე უფრო თვალსაჩინო ადგილი და ეროვნული ვალუტის გამყარებაც.