დაკავებულია დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი
1765472952
ყაზახეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ვიმსჯელეთ ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და ერთობლივი ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის შესაძლებლობებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები.
„მოხარული ვარ, რომ ყაზახეთის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომართ თოყაევს შევხვდი. განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები და ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და ერთობლივი ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის შესაძლებლობებზე ვიმსჯელეთ“, – აღნიშნავს პრემიერი.