ირაკლი კობახიძე: უცხოური აგენტურის მიზანია, რამენაირად ზიანი მიაყენონ საქართველოს ეკონომიკას და ამაში ჩართულია მთელი კოორდინაცია, საზოგადოება უნდა გავაფრთხილოთ, თუ ვინ არის მტერი

ირაკლი კობახიძე

უცხოური აგენტურის – თავისი პარტიებით, პარტაქტივით, ტელევიზიებით – მიზანი არის ერთადერთი, რომ რამენაირად ზიანი მიაყენონ საქართველოს ეკონომიკას და ამაში არის ჩართული მთელი კოორდინაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ ვინ არის მტერი.

„ახალი ტალღის მიზანია, ხელოვნურად გააღვივონ რაღაც კამპანია იმისთვის, რომ მიაღწიონ შედეგს. მტრებისა და უცხოური აგენტურის მიზანია, ამ კამპანიის ხარჯზე მიაღწიონ, მაგალითად, ტურისტული ნაკადების შეწყვეტას საქართველოში, ეკონომიკური კავშირების მოშლას და, საბოლოო ჯამში, დარტყმა მიაყენონ საქართველოს ეკონომიკას“, –  აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.