ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაწყებული აქვს გამოძიება სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე და მე წინ არ გავუსწრებ მოვლენებს, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვას, ვინ დგას საპროტესტო აქციებზე ძალადობრივი ქმედებების უკან.
მთავრობის მეთაურის თქმით, უმჯობესია, დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაცია საზოგადოებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაუზიაროს.
„თუმცა ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, რაზეც ზოგადად შემიძლია ვისაუბრო. კონკრეტული ორგანიზაციების მეშვეობით ხდებოდა მასალების მობილიზება, მათ შორის, ჩვენი ინფორმაციით, იყვნენ უცხოეთიდან დაფინანსებული ე.წ. NGO-ები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები იყვნენ გამოყენებული ამისათვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო შევიდა არაერთ ასეთ ორგანიზაციაში, უშუალოდ ძალადობრივი აქციების მსვლელობის პერიოდში და სწორედ ამ ოფისებიდან მასალების ამოღებამ გამოიწვია ის, რომ მთლიანად განეიტრალდა ძალადობრივი რესურსი. მათ აღარ ჰქონდათ წვდომა შესაბამის საშუალებებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ სხვა დეტალებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოგვიანებით ისაუბრებს.