ირაკლი კობახიძე: საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა საშუალებას გვაძლევს, შუა დერეფანში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სატრანზიტო კარიბჭის ფუნქცია შევასრულოთ

ირაკლი კობახიძე

საქართველოს მიზანია შუა დერეფნის შემდგომი განვითარება მისი ეფექტურობის გაუმჯობესებით, რითაც გაძლიერდება დერეფნის, როგორც საიმედო და კონკურენტუნარიანი აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო მარშრუტის როლი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-7 სამიტის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში თემაზე - „ეკონომიკური უსაფრთხოება - ევროპული დამოკიდებულებების შემცირება“.

„საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა საშუალებას გვაძლევს, შუა დერეფანში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სატრანზიტო კარიბჭის ფუნქცია შევასრულოთ. პორტების, რკინიგზისა და ავტომაგისტრალების სისტემების მეშვეობით, ჩვენი ქვეყანა ხელს უწყობს ტვირთების სწრაფ გადაადგილებას და ზრდის დერეფნის კონკურენტუნარიანობას, რაც აძლიერებს საქართველოს როლს გლობალური მიწოდების ჯაჭვებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.