საქართველოში დენგეს ერთი შემთხვევა დაფიქსირდა
1779875490
დღეს, მოვინახულეთ სამეგრელოში რამდენიმე ობიექტი, პირველი იყო აგრარული საწარმო სენაკში, სადაც იწარმოება ქართული ნატურალური რძის პროდუქტები, სახელმწიფო მაქსიმალურად მხარს დაუჭერს ასეთ საწარმოებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ზუგდიდში უკვე აშენდა 1 700 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი კორპუსები და დაახლოებით 1 წელში ეს ოჯახები გარემონტებულ ბინებს მიიღებენ.
„დღეს, მოვინახულეთ სამეგრელოში რამდენიმე ობიექტი, პირველი იყო აგრარული საწარმო სენაკში. ეს არის ძალიან საინტერესო საწარმო, სადაც იწარმოება ქართული ნატურალური რძის პროდუქტები. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საწარმოს, ზოგადად ასეთი საწარმოების გაფართოება და სახელმწიფო მაქსიმალურად მხარს დაუჭერს, ბუნებრივია, ასეთ საწარმოებს.
ასევე, სენაკში მოვინახულეთ ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა და ზუგდიდში დავათვალიერეთ მიმდინარე სამუშაოები. დაახლოებით, 1.5 წლის წინ, აქ ჩავაგდეთ კაფსულა, დაიწყო დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და ხედავთ, რომ 1 700 დევნილი ოჯახისთვის უკვე აშენებულია კორპუსები. დარჩენილია, ბუნებრივია, შესაბამის სამუშაოები და დაახლოებით 1 წელიწადში ამ კორპუსებში 1 700 დევნილი ოჯახი მიიღებს გარემონტებულ ბინებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი და ესეც არის სახელმწიფოს ზრუნვის გამოხატულება ჩვენი მოქალაქეების მიმართ, განსაკუთრებით, ჩვენი დევნილი თანამოქალაქეების მიმართ,“- აღნიშნა პრემიერმა.