ავარიის შედეგად ერთი ოჯახის 8 წევრი დაიღუპა, მათ შორის 5 ბავშვი და ორსული დედა - უცხოეთი
1760643320
საკონსტიტუციო სარჩელის მთავარი განმსაზღვრელია, არის თუ არა იმ მომენტისთვის არაკონსტიტუციური შინაარსის შემცველი პარტია და პარტიასთან დაკავშირებული პირი, შესაბამისად, საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ მომენტში ამა თუ იმ ფორმით არიან დაკავშირებული შესაბამის პოლიტიკურ პარტიასთან, როდესაც სიას ნახავენ, ყველა თვალნათლივ დაინახავს და მიხვდება, რომ აქ საკამათო სინამდვილეში არაფერია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მმართველ გუნდს სხვა ოპონენტები არ ჰყავს, რეალურად მათი ოპონენტები არიან კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლები.
„მათ სუბიექტურად აწუხებთ ეს პროცესი, რაც უკავშირდება საკონსტიტუციო სარჩელს. ეს არის და ეს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კონკრეტული სახელმწიფოებრივი ამოცანა. არ შეიძლება, წლების განმავლობაში საბოტაჟის რეჟიმში აცხოვრონ ეს ქვეყანა. ამდენი წელი არც არჩევნების აღიარება, არც შენი საგარეო-პოლიტიკური კურსის აღიარება, არაფერს არ აღიარებენ. შესაბამისად, ისინი არიან ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური გაერთიანებები, არაკონსტიტუციური პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებსაც არ სურთ სისტემის აღიარება. მაგალითად, გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება ერთ-ერთი ორგანიზაციის აკრძალვასთან დაკავშირებით - რა პუნქტებიც წერია, 10 პუნქტია დაახლოებით, ათივეს პირნათლად ასრულებენ კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენელი პარტიები.
რითაც აიკრძალა ის ორგანიზაცია გერმანიაში, ზუსტად იგივეს, ზედმიწევნით, თითოეული პუნქტის დონეზე აკეთებენ ამ კოლექტიური პარტიის წარმომადგენლები. შესაბამისად, სამართლებრივად სარჩელი იქნება ბოლომდე გამართული. რაც შეეხება დეტალებს, ვინ იქნება სარჩელის ობიექტი და რა შინაარსი ექნება სარჩელს, ეს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. როდესაც სია დაკონკრეტდება, აბსოლუტურად ცხადი იქნება ყველაფერი, იმდენად თვალსაჩინო იქნება შესაბამისი პირების კავშირი კონკრეტულ პოლიტიკურ გაერთიანებებთან, კონკრეტულ რეჟიმთან, რომ არავითარი კითხვის ნიშანი არ დარჩება.
როდესაც საკონსტიტუციო სარჩელი შედის სასამართლოში, ამ დროს მთავარი განმსაზღვრელია, არის თუ არა იმ მომენტისთვის არაკონსტიტუციური შინაარსის შემცველი პარტია და პარტიასთან დაკავშირებული პირი. შესაბამისად, აქ საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ მომენტში ამა თუ იმ ფორმით არიან დაკავშირებული შესაბამის პოლიტიკურ პარტიასთან. როდესაც სიას ნახავენ, ყველა თვალნათლივ დაინახავს და მიხვდება, რომ აქ საკამათო სინამდვილეში არაფერია“, - განაცხადა პრემიერმა.