17 თებერვლამდე უნდა მოასწროთ, ასეთი შანსი ხშირად არ მოდის... - ეზოტერიკოსის რჩევა
1771188104
თავიდან ბოლომდე ვენდობი ეროვნული ბანკის საქმიანობას, გამომდინარე იმ ორწლიანი გამოცდილებიდან, რომელიც გვაქვს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ბანკი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სათავეში მოვიდა ახალი ხელმძღვანელობა, ძალიან დიდი წარმატებით მუშაობს.
„რეკორდულ ნიშნულზეა ჩვენი სავალუტო რეზერვები. მარტო ბოლო თვეში, იანვრის განმავლობაში 141 მილიონი დოლარით შეივსო ჩვენი სავალუტო რეზერვები. იცით, რომ ძალიან მყარია ლარის კურსი, ინფლაციური პროცესები სწორად რეგულირდება. ჩვენ შარშან გვქონდა ოთხი პროცენტი ინფლაცია, შარშანწინ გვქონდა 1,9 პროცენტი ინფლაცია, საშუალო მაჩვენებელი იყო სამ პროცენტზე ნაკლები, რაც არის ზღვრის ფარგლებში. მე ზოგადად ვაფასებ ეროვნული ბანკის საქმიანობას ყველა მიმართულებით როგორც რეზერვების მიმართულებით, ასევე ლარის კურსის მიმართულებით. ზოგადად მონეტარული, ფისკალური პოლიტიკის კუთხით, ეროვნული ბანკის საქმიანობა არის ძალიან წარმატებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.