ირაკლი კობახიძე - გურჯაანის ღვინის ფესტივალი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ღვინო არის  ჩვენი კულტურისა და ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი

კობახიძე

გურჯაანის ღვინის ფესტივალი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ღვინო არის  ჩვენი კულტურისა და ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ღვინის ფესტივალზე ტრადიციულად არის ხალხმრავლობა.

„ძალიან დიდი ინტერესია ამ ფესტივალის მიმართ. უამრავი ადამიანია, მათ შორის უცხოელებიც ძალიან ბევრი არიან. ინტერესი არის დიდი და ეს მნიშვნელოვანი ღონისძიებაა მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ღვინო არის  ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილი, ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი. მისი პოპულარიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, შესაბამისად, ყოველ წელს მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. კიდევ ერთხელ გავხდით იმის მოწმე, თუ რამდენად კარგ განწყობას ქმნის ეს ფესტივალი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებში და ჩვენს სტუმრებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

✕