ირაკლი კობახიძე: გმირი მეფის ძეგლი დავდგით, ამას გაღიზიანება მოჰყვა, ერეკლე მეორე პატრიოტიზმის, გონიერების სიმბოლოა და არ მოსწონთ პოლიტიკაში პატრიოტიზმი და გონიერება

ერეკლე II-ის ძეგლის გახსნა

ჩვენ დავდგით გმირი მეფის ძეგლი დედაქალაქში და ამას მოჰყვა ამხელა აჟიოტაჟი, გაღიზიანება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ერეკლე მეორე არის პატრიოტიზმის, გონიერების სიმბოლო სახელმწიფოს მართვაში და სწორედ ამას ებრძვიან – მათ არ მოსწონთ პატრიოტიზმი და გონიერება პოლიტიკაში.

„მათ ბოლომდე აჩვენეს საკუთარი სახე. ჩვენ დავდგით გმირი მეფის ძეგლი დედაქალაქში და ამას მოჰყვა ამხელა აჟიოტაჟი, გაღიზიანება. ეს არ არის ახალი. პირდაპირ გამოჰყავდათ საკუთარი უცხოელი აგენტები, ლევან ბერძენიშვილის თამადობით და ალანძღინებდნენ ჩვენს გმირ მეფეს. იმიტომ, რომ ერეკლე მეორე არის პატრიოტიზმის სიმბოლო, გონიერების სიმბოლო სახელმწიფოს მართვაში და სწორედ ამას ებრძვიან ისინი. მათ არ მოსწონთ სწორედ პატრიოტიზმი და გონიერება პოლიტიკაში, შესაბამისად, დაუპირისპირდნენ ჩვენი გმირი მეფის მონუმენტს“, – განაცხადა პრემიერმა.