9 დღის განმავლობაში დედამიწა მისტიკურ სიგნალს იღებდა - რა დაადგინეს მეცნიერებმა?
1758831403
ნიდერლანდებში მოზარდები რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ადგილობრივ გაზეთ „ტელეგრაფზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ნიდერლანდების პროკურატურამ დაადასტურა, რომ 22 სექტემბერს ორი 17 წლის მოზარდი დააკავეს.
როგორც გაზეთთს ერთ-ერთი დაკავებულის მამამ განუცხადა, მოზარდებს ჯაშუშობაში ადანაშაულებენ, რადგან ისინი ჰააგის იმ რაიონებში დადიოდნენ, სადაც განთავსებულია „ევროპოლი“ და სისხლის სამართლის თანამშრომლობის სააგენტო „ევროჯასტი“, ასევე არაერთი ქვეყნის საელჩო.
გაზეთის ინფორმაციით, არასრულწლოვნები ციფრული ქსელებით გაგზავნილი მონაცემების შესაგროვებლად სხვადასხვა მოწყობილობებს ან აპლიკაციებს იყენებდნენ.
ნიდერლანდების სადაზვერვო სააგენტომ მედიის მიერ გავრცელებულ დეტალებზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.