ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - ნახეთ განახლებული კურსი

დოლარი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7077 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7113 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0036 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1593 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1863 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0270 ლარი შეადგინა.