ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩზე: როდესაც შენ, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ლიდერისგან ქირაობ რეზიდენციას და ამის შემდეგ გამოდიხარ ამ პოლიტიკური პარტიის გულმხურვალე მხარდამჭერად, აქ კითხვები ერთიორად მძაფრდება

კობახიძე

გერმანიის ელჩმა უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავისი თავი და უფრო მეტიც, მან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო საკუთარი სახელმწიფო, საკუთარი სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც გერმანიის ელჩის მიერ მამუკა ხაზარაძისგან რეზიდენციის ქირაობას ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, შეიძლება უხერხულობის მასშტაბი კიდევ უფრო დიდი იყოს.

„ვნახოთ, დაველოდოთ ინფორმაციას ფინანსებთან დაკავშირებით, როგორ ხდებოდა ამ ხარჯების ანაზღაურება, გადასახადების გადახდა და ა.შ. ეს ყველაფერი არის ძალიან საინტერესო. როდესაც შენ, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ლიდერისგან ქირაობ რეზიდენციას და ამის შემდეგ გამოდიხარ ამ პოლიტიკური პარტიის გულმხურვალე მხარდამჭერად, აქ კითხვები ერთი ორად მძაფრდება. დანარჩენზე საზოგადოება თავად იმსჯელებს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.