9 დღის განმავლობაში დედამიწა მისტიკურ სიგნალს იღებდა - რა დაადგინეს მეცნიერებმა?
1758831403
„გამჭვირვალობის კანონმა“ მოგვცა საშუალება, რომ დღეს პოლარიზაციის ხარისხი ქვეყანაში არის შემცირებული და რადიკალურ ძალებს აღარ აქვთ საკუთარი დღის წესრიგის წარმატებით რეალიზების საშუალება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ბიზნესისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ სტაბილურობას, მთავრობა კი მაქსიმუმს აკეთებს, ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის, სიმშვიდის უზრუნველსაყოფად.
„ბიზნესისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ სტაბილურობას, ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ქვეყანაში იყოს უზრუნველყოფილი პოლიტიკური სტაბილურობა, პოლიტიკური სიმშვიდე. ბევრი რამ გაკეთდა გასული წლების განმავლობაში, მათ შორის მოკლევადიან არასტაბილურობად დაუჯდა გარკვეული ნაბიჯები ჩვენს ქვეყანას, თუმცა საბოლოო ჯამში, სწორედ ამ ნაბიჯებმა მოგვცა ვითარების თვისებრივად დასტაბილურების საშუალება. მათ შორის ძალიან დაგვეხმარა „გამჭვირვალობის კანონი“ მეტი სტაბილურობის უზრუნველყოფასა და ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებაში. სამწუხაროდ, გაუმჭვირვალე გარე დაფინანსება აქტიურად გამოიყენებოდა საქართველოში პოლარიზაციის ხელოვნურად გაღვივებაში. სწორედ ამ კანონმა მოგვცა საშუალება, რომ დღეს პოლარიზაციის ხარისხი არის შემცირებული და რადიკალურ ძალებს აღარ აქვთ საკუთარი დღის წესრიგის წარმატებით რეალიზების საშუალება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.