1758891540
მარგარიტა სიმონიანის ქმარი, ტიგრან კესოიანი, მრავალთვიანი კომის შემდეგ, გარდაიცვალა

RT-ის მთავარ რედაქტორ მარგარიტა სიმონიანის მეუღლე, რუსი რეჟისორი და ტელეწამყვანი ტიგრან კესოიანი მრავალთვიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა — ინფორმაცია სიმონიანმა საკუთარ Telegram არხზე გაავრცელა.
კეოსაინი 2024 წლის დეკემბერში მოათავსეს საავადმყოფოში; 2025 წლის იანვარში მან „კლინიკური სიკვდილი“ გადაიტანა და მას შემდეგ კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
რამდენიმე დღის წინ კი, Russia Today-ს მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა დაადასტურა მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ მას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.
სიმონიანმა საკუთარ Telegram-არხზე საჯაროდ განაცხადა, რომ კიბოს გამო მკურნალობა უტარდება.